მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის - მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის - მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ

იმედი|imedinews.ge

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების ხედვები და სამომავლო გეგმები საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.

მისივე თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

„მათი ხედვები და სამომავლო გეგმები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. იცით, რომ დღეს რაჭაში შეხვედრა გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობას, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მოთხოვნები, სურვილები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი