
ვარშავაში თბილისობას აღნიშნავენ
იმედი|imedinews.ge
თბილისობას აღნიშნავენ ვარშავაშიც. პოლონეთის დედაქალაქის ცენტრში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა ვარშავაში 2026“ იმართება, რომლის ორგანიზატორი პოლონეთში ქართული დიასპორის ასოციაციაა.
სტუმრები ეცნობიან ქართულ მუსიკას, ქორეოგრაფიას, ტრადიციულ სამზარეულოს, ქართულ ღვინოს, პროდუქციასა და საქართველოში მოქმედ თუ პოლონეთში წარმოდგენილ ქართულ ბიზნესებს. „თბილისობა ვარშავაში“ უკვე რამდენიმე წელია ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ყალიბდება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge