მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას
ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას

ვატო ქიზიყურაშვილი: საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას

იმედი|imedinews.ge

ევროპამ რეალურად დღეს დაკარგა ის როლი, რაც მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.

მისივე შეფასებით, ბოლო წლებში ევროპაში მიმდინარე კრიზისმა საქართველოს ბევრ მოქალაქეს დაანახა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები არ არის ის გზა, საიდანაც ქვეყანა უნდა მიიწევდეს. მან გააკრიტიკა ინიციატივა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს შესაძლოა აღარ ჰქონდეთ ხმის უფლება, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს უარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

მან ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ბლოკში მზარდი მილიტარისტული განწყობებია, რამაც შესაძლოა მოგვიანებით საქართველოსაც შეუქმნას პრობლემები.

„ის 78-ე მუხლი და ხელისუფლების მიერ გაცხადებული გეგმა ევროკავშირში 2030 წელს ინტეგრაციის შესახებ, ნაკლებად სავარაუდო და რეალისტურია დღევანდელი მოცემულობით, რადგან ვხედავთ, რომ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებები არ ხდება. პირიქით, სიტუაცია სულ უფრო უარესდება, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც. ასევე, მზარდი მილიტარისტული განწყობები, რაც შეინიშნება უკვე ევროკავშირის პოლიტიკოსებში, ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოს მოსახლეობას შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეექმნას, თუ გავაგრძელებთ ამ ევროილუზიაში ყოფნას“, - აცხადებს ქიზიყურაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი