მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენესუელაში, მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 წლის მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს
ვენესუელაში, მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 წლის მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

ვენესუელაში, მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 წლის მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს

იმედი|imedinews.ge

43 წლის ერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ქალაქ ლა-გუაირაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად სავაჭრო ცენტრის Galerías Playa Grande-ს სარდაფში მოყვა.

მამაკაცი გადარჩა იმის წყალობით, რომ მის სამუშაო კაბინაში ჰაერის ფენა დარჩა, რამაც ნანგრევების ქვეშ სუნთქვის საშუალება მისცა.

საერთაშორისო სამაშველო ჯგუფებმა მას მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში მიაკვლიეს. სამაშველო ოპერაცია, რომელსაც ჩილელი მეხანძრეები კოორდინაციას უწევდნენ, რთულ პირობებში - არასტაბილური კონსტრუქციების, ძლიერი წვიმისა და განმეორებითი ბიძგების ფონზე მიმდინარეობდა.

მაშველები მასთან კავშირს ტელესკოპური კამერის საშუალებით ინარჩუნებდნენ და ბოლო სამი დღის განმავლობაში საკვები ნივთიერებებითა და წყლით უზრუნველყოფდნენ.

როგორც მაშველები იხსენებენ, როდესაც მას პირველად მიაკვლიეს, ფლორესმა სთხოვა მათ, მისი გადარჩენის შესახებ მეუღლისთვის არ ეთქვათ, რადგან ეშინოდა, რომ შესაძლოა ცოცხალი ვერ გამოსულიყო.

ხუთშაბათს, წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მამაკაცი საერთაშორისო სამაშველო გუნდების ოვაციების ფონზე გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებს, ოფიციალური მონაცემებით, თითქმის 2 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 000-ზე მეტი დაშავდა, ათობით ათასი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიამ შესაძლოა 58 000-ზე მეტი შენობა დააზიანა ან გაანადგურა. ამჟამად ქვეყანაში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, მოსახლეობა კი საკვებისა და წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი