მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი
ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი

იმედი|imedinews.ge

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შემოქმედებითი საქართველოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. „გურია“ შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.

Venice Spotlight ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. აღნიშნულ სექციაში წელს მხოლოდ 8 ფილმია წარმოდგენილი. ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს.

ლევან კოღუაშვილი: „ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ. ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან და ხშირად საკმაოდ ცუდადაც იქცევიან, მაგრამ რჩებიან ადამიანებად. მათ შეუძლიათ მეგობრობა და თანაგრძნობა. მე მინდოდა გადამეღო ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე, ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე - უბრალოდ ცხოვრება, უბრალოდ კინო, უბრალოდ გურია. გურია მეტია, ვიდრე უბრალო კუთხის სახელი, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა“.

საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს აღიარებას და წარმატებებს უსურვებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს