მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორის, გენერალ პოლ ჰოფსლოტის მიწვევით, ნიდერლანდებში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან გამართულ კონფერენციას დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, გენერალმა პოლ ჰოფსლოტმა, ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, გენერალ პოლ ჰოფსლოტს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

კონფერენციას ესწრებოდნენ: საფრანგეთის, შვედეთის, კანადის, თურქეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები. შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ატაშეებს და განეხილათ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტს შორის მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. უკვე ოთხი წელია, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში.

გასულ წელს, ნიდერლანდების სამეფოს დელეგაცია, გენერალ პოლ ჰოფსლოტის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი