მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

იმედი|imedinews.ge

მიმდინარე წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ფაჩულია, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისთავს ეძღვნებოდა, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცერემონიის მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, გენერალური კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა.

აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს.

მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

იმედი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება