
ვიტალი კლიჩკო: მტერი ანადგურებს კიევს
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსეთის ბოლო თავდასხმების სერიის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქში შექმნილი სიტუაცია შეაფასა, როგორც „ძალიან რთული“.
„მტერი ანადგურებს კიევს: ინფრასტრუქტურას, კრიტიკულ ობიექტებს, ლოგისტიკას, საცხოვრებელ სახლებსა და სოციალურ სერვისებს. აგრესორი კიდევ ერთხელ უტევს ენერგეტიკულ სექტორს“, - განაცხადა კლიჩკომ მას შემდეგ, რაც შეხვედრა გამართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ქალაქში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით.
„უკვე შეუძლებელია თავის მოკატუნება, თითქოს ისე შეგვიძლია ცხოვრება, როგორც მშვიდობიანობის დროს ვცხოვრობდით“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.
შეხვედრაზე განხილულ პრიორიტეტულ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი მდინარე დნეპრის ორ ნაპირს შორის კავშირის უზრუნველყოფა იყო, რომელიც დედაქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.
იმედი
წყარო: imedinews.ge