
ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მუქარაზე: ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან
ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას „ქრონიკასთან“ ეხმაურება.
„ნიკა გვარამიამ ის შეაშინოს, ვისი მანამდეც ეშინოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე რასაც აკეთებდა, ყველას კარგად გვახსოვს. ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ამიტომ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ქართველი ხალხის არასდროს დაუშვებს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
ნიკა გვარამია ნინო წილოსანს გუშინ ტელეეთერით დაემუქარა. გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრ რაიმეს ათქმევინებს კონკრეტულ ადამიანებზე, აქვე მოუწოდებს, რომ მისთვის ჯობს ახლა ჩუმად იყოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge