მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება
ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება

იმედი|imedinews.ge

მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, 2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და სამწუხაროდ ბოლომდე არ გამოძიებულა. მისივე თქმით, ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას.

მისი შეფასებით, ყველაფერი გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვან რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა, ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა ვინც არიან.

„ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება.

ეს არის ტყუილი. მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს.

2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და სამწუხაროდ ბოლომდე არ გამოძიებულა. ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას.

ყველაფერი დალაგდა და გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვან რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა. ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა ვინც არიან. რაც უფრო სახიფათოა, ეს ხალხი დღესაც მოგვიწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ხმლები ვიშიშვლოთ. გასაგებია რატომაც აკეთებენ ამას. უნდათ აგვისტოს ომის განწყობებზე ითამაშონ და მათი ჭკუით „მაგრები“ გამოჩნდნენ...

სინამდვილეში კი, მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ აქ უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ. ქილიკით არ ვამბობ, ეს სამწუხარო ამბავია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი შედეგია იმ პროცესების, რომლებიც ბოლო ათწლეულები მიმდინარეობს ჩვენთან და ჩვენს გარშემო“, - წერს ანჯაფარიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილი: საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული

ნატა ფერაძესა და გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება

ნატა ფერაძესა და გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება

იმედი

გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 2027 წელს გასამართავი ფორუმი დაიგეგმა

გაეროს ტურიზმის გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგად ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში 2027 წელს გასამართავი ფორუმი დაიგეგმა

იმედი

„ცივილიზებულ სამყაროში ნორმალურ, განვითარებულ ადამიანს არ უნდა ესმოდეს, რომ ბავშვებისთვის ასეთი დამამცირებელი რამ, რაც მან დაწერა, სრული დისკრიმინაციაა?! - შედეგი ნამდვილად გვაქვს და ღირდა მილიონებიც“ - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს პასუხობენ, რომელმაც მათ შვილებს „ჯუჯა ბავშვები“ უწოდა