მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს - თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც
ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს - თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც

ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს - თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური აცხადებს, რომ გერმანიის ახალი ელჩისგან კონსტრუქციულ მიდგომას ელოდება. მისი თქმით, პეტერ ფიშერი სცდებოდა დიპლომატიურ მანდატს და აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

„მაქვს მოლოდინი, რომ გერმანიის ახალი ელჩი უფრო კონსტრუქციული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ელჩები ასრულებენ ევრობიუროკრატების დავალებებს და ახმოვანებენ მათ ნარატივს, არსებობს მეტად დიპლომატიური მეთოდიც და შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს შეუძლია ეს დავალებები უფრო დახვეწილი ფორმით შეასრულოს.

თუმცა, ახლა ვსაუბრობთ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყოველდღე, პირდაპირ ეთერში არღვევდა იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც მას საერთაშორისო ნორმებით აქვს განსაზღვრული. ამაზე რეაგირება არ ჰქონია არც ერთ ევროპარლამენტარს და არც მის რომელიმე კოლეგას ამ ქვეყანაში.

გერმანიის ელჩი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კულისებიდან მართავდა პროცესებს, მაგრამ როდესაც ამან შედეგი ვერ გამოიღო, თავად მოუწია საჯაროდ გამოსვლა. ბოლო წლების განმავლობაში ფიშერი იქცა ერთ-ერთ რადიკალ აქტივისტად ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.

პეტერ ფიშერი თავად მართავდა რადიკალურ პროცესებს და მათი აქტიური მონაწილე იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დაერღვია, შეესრულებინა რადიკალური მიზნები და ქვეყანაში პოლარიზაცია გაემწვავებინა. შემდეგ კი, თავად გამოდიოდა და პოლარიზაციის შემცირებისკენ მოგვიწოდებდა.

სინამდვილეში, სწორედ ის იყო პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და აქტორი - ელჩი, რომელიც, ჩემი შეფასებით, არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი