მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი|imedinews.ge

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.

„შესაბამისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სატყეო სამსახურების გაძლიერების მიზნით, დამატებით აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობები, რაც ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შეუფერხებლად ისარგებლონ სატყეო სააგენტოს სერვისებით. სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მიქელაძემ.

ახალი ადმინისტრაციული შენობები აშენდა ონში, ამბროლაურსა და ცაგერში. ხოლო, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასრულებულია ლენტეხში, ასპინძაში, დუშეთში, საჩხერესა და ზესტაფონში. რაც შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, კერძო სექტორს, საჭირო ინფორმაცია და მომსახურება ადგილზე მიიღონ.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი