მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზუგდიდში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
ზუგდიდში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

ზუგდიდში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს

ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩასა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედნები გაიხსნა.

ორი ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 360 000 ლარამდე დაიხარჯა.

ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მოედნები სპორტული შეჯიბრებით გაიხსნა. მონაწილე გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.

ახალი სტადიონი აშენდა ბარამიას ქუჩაზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჯის, თაბუკაშვილისა და ინგირის სტადიონებს. ამ ეტაპზე არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულსა და გორის ქუჩაზე. უახლოეს პერიოდში კი მესხიას ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

იმედი

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

იმედი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

იმედი