მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი
ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი

ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი

იმედი|imedinews.ge

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ რადიკალებთან დაკავშირებით.

აბაშიძის თმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აქვთ, ვინაიდან არ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რომ იყვნენ პარლამენტში, საკრებულოებში და ა.შ.

„მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები თვითონ მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და ძალიან ადეკვატურ შეფასებას აძლევს“, - აღნიშნა მან.

ზურაბ აბაშიძის თქმითვე, ადამიანებს, რომლებიც მათ კონსულტაციებს უწევენ, გარკვეულ რჩევებს აძლევენ გარედან, არ აქვთ ადეკვატურად დანახული, შეფასებული, თუ რა ტიპის ქვეყანასთან აქვთ საქმე, რა საზოგადოება ცხოვრობს საქართველოში, რა მისწრაფებებზე, რა ღირებულებებზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული.

„ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელია, ზოგი შეიძლება არა, მაგრამ ერთიანდება გარკვეული ღირებულებების გარშემო. როდესაც არის მაგალითად, ოჯახის პატივისცემის დღე, იგივე პატრიარქის გარშემო. ეს ყველაფერი არის ღირებულებები, რომლებსაც ვერ დაანგრევენ. ასე მოვიდა, 1700 წელია საქართველო ამ გზით დადის. 1700 წელი ვერაფერი მოხდა და ახლაც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერაფერს იზამენ“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება