მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2026“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა, როგორც ყოველთვის, მასშტაბური, მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იქნება.

„თბილისობა ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნების, ისტორიისა და ტრადიციების განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნავთ. თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ მრავალფეროვნება, თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემაა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად აბანოთუბანში თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიერ მოწყობილი თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კუთხეები და „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

ორი დღის განმავლობაში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი. დღესასწაულის ფარგლებში თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

ყველა ლოკაციაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულადაა განთავსებული სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, დასასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოწყობილია სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილია ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, აგრეთვე სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.

ამასთან, დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები

იმედი

თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს

The New York Times: უკრაინის ომზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს ნავთობის შესახებ გარიგებაც დაემატა, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება

The New York Times: უკრაინის ომზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს ნავთობის შესახებ გარიგებაც დაემატა, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება

იმედი

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ39-კმ45 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

იმედი