მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები

იმედი|imedinews.ge

ამერიკელებთან რაზე უნდა დალაგდე დღეს? ყველა დელეგაციასთან გვქონდა ჩვენ შეხვედრა, შემდეგ კვირასაც ყველანი ვხვდებით ისევ, ვინც ჩამოდის. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს შეხვედრებიც იგივე [შედეგით] დასრულდება, რითაც წინა შეხვედრები დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე გასაგებია, რომ ისინი არ არიან ფოკუსირებულები, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „კვირის ფორმულას“ ეთერში.

ჯაფარიძის განცხადებით, ტრამპთან მიმართებაში ზოგიერთს ჰგონია, რომ საქართველოში მას რაიმეს გაკეთება უნდა და ვინმე ხელს უშლის, ის კითხვით მიმართავს წამყვანებს თუ „რა არის დასალაგებელი, ან კიდევ რას ვერ აკეთებენ“ ისინი.

„მაგრამ, მეორე მხრივ, რაზე უნდა გაიგიჟონ თავი და რაზე უნდა დალაგდნენ, ანუ რა არის „ოცნებასთან“ დალაგება?! რა არის ეს დალაგება? ააშენებენ „ტრამპ თაუერს“. რა არის აქ ისეთი რაც შეიძლება ტრამპს უნდოდეს, რომ აქ გააკეთოს და ესენი [ხელისუფლება] ხელს შეუშლიან და ეტყვიან „არ გაგაკეთებინებ“. ტრამპთან მიმართებაში ვიღაცას ჰგონია რომ ტრამპს უნდა აქ რამე გააკეთოს და ესენი გადაეფარებიან და „არა არ გაგაკეთებინებთო“ ვინ ეტყვის? რა არის დასალაგებელი? რას ვერ აკეთებენ?

ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი აშშ-სთვის პრობლემა, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არის, მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ჩვენს რეგიონში აქტიური არ არის.

„ამ გაგებით არის, მაგრამ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია საგარეო საკითხებში ასეთი აქტიური ამ რეგიონში მითუმეტეს არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი