მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე ფედერაციების საქმიანობა, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სპორტის სფეროში არსებული საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ახალგაზრდებზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტებია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სპორტულ საზოგადოებასთან მუდმივი კავშირი და ერთობლივი მუშაობა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ სპორტის სფეროს წარმომადგენლებს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალგაზრდების აღზრდაში მწვრთნელების განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში რეგიონის სპორტსმენებმა სხვადასხვა სინჯის 339 მედალი, მათ შორის 91 ოქრო მოიპოვეს.

აჭარის მთავრობა აქტიურად განაგრძობს სპორტის ხელშეწყობას რეგიონში. მიმდინარე წელს გაიზარდა ერთჯერადი ფულადი ჯილდოებისა და სტიპენდიების ოდენობა, ასევე სპორტული ფედერაციების დაფინანსება. სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით 46 ფედერაცია სარგებლობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ საქართველოს ჩემპიონ ბათუმის სარაგბო, საკალათბურთო და ხელბურთის კლუბებსაც.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მომავალ წელს სპორტის სფეროში დაფინანსების 25 % ით გაზრდა იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანი სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამის გაფართოების საჭიროებაზე და დარგში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა. სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა მოედნების მოსაწყობად და მიმდინარე პროექტების დროულად დასასრულებლად.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონს აქვს პოტენციალი, უმასპინძლოს მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებსა და ჩემპიონატებს.

შეხვედრა ინტერაქციული ფორმით გაგრძელდა. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, სპორტსმენების მხარდაჭერის მექანიზმებსა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისთვის მიცემული გაფართოების პირობა

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი

იმედი

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

იმედი