მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო
ზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო

ზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად კონფერენციის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და განსაკუთრებით საამაყოა, რომ აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი სწორედ აჭარიდან დაიწყო. იყალთოსა და გელათის აკადემიების ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო მემკვიდრეობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და დიდი ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა ქართულ მეცნიერებას დღემდე აძლიერებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გამოგვეხატა პატივისცემა მეცნიერების, მათი შრომისა და იმ განსაკუთრებული წვლილის მიმართ, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიკოსებს, პროფესორებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს - აკადემიკოსებს ვანო პაპუნიძეს და ლიანა მელიქიშვილს მადლობის სიგელები გადასცა.

ორდღიანმა სამეცნიერო ფორუმმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის ექსპერტები გააერთიანა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

იმედი

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

იმედი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

იმედი