მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს
ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია, ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებასა და მასზე ოპოზიციის გამოხმაურებას. ქადაგიძე წერს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო “სიტყვებით ჟონგლიორობა” და გამოთქვა პრეტენზია იმაზე, რომ პრემიერმა 2008 წლის ომი არ ახსენა. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ირაკლი კობახიძეს არ გაუხსენებია

ოკუპაციის ისტორია და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია - ეს ნარატივი უკრაინის ომის შემდეგ გაჩნდა:

„2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავს მოხვევა დაიწყეს. ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა - საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ”, - წერს ქადაგიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი შეხედულების გავრცელება არის ბრიუსელის დავალება, რასაც „უსამშობლოები” აკეთებენ.

,,დილიდან ვაკვირდები გამოხმაურებას პრემიერის განცხადებაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ქართული პოლიტიკიდან განდევნა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა.

შინაარსში რომ ვერ შეედავნენ პრემიერს, სიტყვებით ჟონგლიორობა დაიწყეს - „2008 წელი რატომ ახსენა, მანამდე არ იყო ოკუპირებულიო?“

პრემიერს ოკუპაციის ისტორიაზე არ უსაუბრია. საუბარი იყო იმაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში არავის დაუწყია ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ კამპანია, ხოლო უკრაინაში ომის შემდეგ სწორედ ამ ნარატივის თავსმოხვევა დაიწყეს. როცა არგუმენტი არ გაქვს, ციტატებს აყალბებ. როცა სიმართლე არ გაწყობს, შინაარსს ამახინჯებ.

შეხედეთ რადიკალებს, დაწყებული ორთოდოქსი ნაცებიდან, დამთავრებული ლიბერალი „ენჯეოშნიკებით", ყველა ერთი "თარგით" ავრცელებს "ნარატივს" - რატომ არ ახსენა 2008 წლამდელი ოკუპაციაო...

ეს არის აგენტოკრატიის ხელწერა - საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, დაკვეთას ასრულებენ. 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა "რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს,” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე