
ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას , მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მოსწავლეთა მხარდაჭერისა და მათ განვითარებაზე ყოველდღიური ზრუნვისთვის, ხაზი გაუსვა მასწავლებლის განსაკუთრებულ დამსახურებას მომავალი თაობის ცოდნის, უნარებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.
პედაგოგების დაჯილდოებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.
იმედი
წყარო: imedinews.ge