მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯიგუნდოღანს შეხვდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაფართოებასა და აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობაზე.

საუბარი ასევე შეეხო უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და უნივერსიტეტებში ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის კუთხით ორ ქვეყანას შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ნაჯიგუნდოღანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მზადყოფნა, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის აკადემიური და სამეცნიერო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას.

დასასრულს მხარეებმა აქტიური პარტნიორობის განვითარების მიზნით მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი