მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: ოპოზიცია არის იმპულსური და არა თანმიმდევრული, თავის განცხადებებშიც და საქციელებშიც. ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები განსხვავდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიცია არის იმპულსური და არა თანმიმდევრული, თავის განცხადებებშიც და საქციელებშიც. ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები განსხვავდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან

ზვიად შალამბერიძე: ოპოზიცია არის იმპულსური და არა თანმიმდევრული, თავის განცხადებებშიც და საქციელებშიც. ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები განსხვავდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვუყურებთ, რომ ოპოზიციის ალიანსში არის რამდენიმე ლიდერი, რომელთა განცხადებებიც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საბოლოოდ ყველა მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, რასაც ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალყურს არის ის, რომ ოპოზიცია არის იმპულსური და არა თანმიმდევრული თავის განცხადებებშიც და საქციელებშიც.

„ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები განსხვავდება მათი გადადგმული ნაბიჯებისგან, ან პირიქით და ამით არის გამოწვეული, რომ დღეს მოვისმინე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, რომ ამაყობს იმით, რომ წინა ხელისუფლების დროს ტრამპი იყო საქართველოში ჩამოსული, რომელიც მომავალში გახდა ამერიკის პრეზიდენტი და მისი კოლეგა გამოდის და ტრამპის ადმინისტრაციას ლანძღავს. აბსოლუტურად აცდენილია ეს ორი რეალობა ერთმანეთისგან. ისინი რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ ჩამოყალიბდნენ და ვერც ჩამოყალიბდებიან საერთო მესიჯზე, რომელიც შეიძლება ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს და ქართულმა საზოგადოებამ შემდეგ შეიძლება ეს ჯგუფი გარკვეულწილად სერიოზულად აღიქვას.

ისინი ვერც ვერასდროს ააგროვებენ თავიანთ მომხრეებს და ვერც ახლა 26 მაისს მოაგროვებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პერიოდულად მათი თავის გამოჩენის საშუალება, რომ ოპოზიცია არსებობს, ცოცხალია, სულს ღაფავს და ა.შ. ისიც მოვისმინეთ, რომ თურმე „ქართული ოცნების“ მომხრეებზე ორჯერ მეტი მომხრე ჰყავს პოზიციას. ამ ზღაპრებით უნდათ, რომ თავიანთ მომხრეებს დააჯერონ სიცრუე. მილიონ ორასი ათასი ადამიანი თუ ჩვენ გვიჭერდა მხარს, ე.ი. ორი მილიონ ოთხასი ათასი ადამიანი მათი მომხრე უნდა იყოს. შევხედავთ თუ ამ რაოდენობის ადამიანი მოვა ხვალ 7 საათზე და დავინახავთ რეალობა რა არის“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი