
ზვიად შალამბერიძე: საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან
ზვიად შალამბერიძემ 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
„საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ისიც ვნახეთ, რომ ბევრმა მათგანმა, რომლებიც დააკავეს, აღიარეს დანაშაული და ჩვენ დღემდე ველოდებით ევროკავშირისგან ოფიციალურ განცხადებას, რომელიც დაგმობს ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც შარშან, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს შალამბერიძე.
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა. „4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge