მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ცხინვალი ჯაშუშობის ბრალდებით თბილისში დაკავებული თამაზ გოლოევის საქმეს ეხმაურება - Netgazeti
ცხინვალი ჯაშუშობის ბრალდებით თბილისში დაკავებული თამაზ გოლოევის საქმეს ეხმაურება - Netgazeti

ცხინვალი ჯაშუშობის ბრალდებით თბილისში დაკავებული თამაზ გოლოევის საქმეს ეხმაურება - Netgazeti

ნეტგაზეთი25 აპრილი, 2026, 19:32|netgazeti.ge

“თამაზ გოლოევთან დაკავშირებული შემთხვევა არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველო იყო და რჩება საშიშ და მტრულ სახელმწიფოდ სამხრეთ ოსეთისა და მისი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, კომენტარის გაკეთებისას ახალგორის რაიონის მცხოვრების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ.

„როგორც გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 აპრილს დახურულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლენინგორის რაიონის მცხოვრებს თამაზ გოლოევს, რომელიც ადრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ დააკავა და შეთითხნილი ბრალდებით ჯაშუშობაში დაადანაშაულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, 21 აპრილს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოლოევი პირადი საქმეების გამო გადავიდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამშვები პუნქტის „რაზდახანი“- ს გავლით, რომელიც ლენინგორის რაიონში, საქართველოს საზღვართან მდებარეობს”.

„22 აპრილს გოლოევი თბილისში საქართველოს სპეცსამსახურების პროვოკაციის შედეგად დააკავეს და პატიმრობაში მოათავსეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უწყება აცხადებს, ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამხრეთ ოსურმა მხარემ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა გოლოევის ბედის გასარკვევად, მათ შორის „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ფარგლებში (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი – IPRM).

“მოლაპარაკებების პროცესში 24 აპრილის საღამოს სამხრეთ ოსურ მხარეს ეცნობა, რომ თამაზ გოლოევს სასამართლოს გადაწყვეტილებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. შემდეგი სასამართლო სხდომა ივნისში გაიმართება.

ვაფასებთ ასეთ დაუსაბუთებელ ქმედებებს, რომლებიც აშკარად პოლიტიკური ხასიათისაა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.

უწყების თქმით, ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორია, მიუხედავად ოფიციალური თბილისის მხრიდან პერიოდულად გაჟღერებული „მშვიდობიანი“ განცხადებებისა, რჩება საშიშ და მტრულ გარემოდ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის.

აქვე დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით ურჩევს “თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან”.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
თბილისის →ბრალდებით →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ნეტგაზეთი

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი