მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ევროპელი ლიდერები ჩამოვიდოდნენ თბილისში, არ მოუხდებოდათ ერევნამდე ფრენა- სააკაშვილი - Netgazeti
ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ევროპელი ლიდერები ჩამოვიდოდნენ თბილისში, არ მოუხდებოდათ ერევნამდე ფრენა- სააკაშვილი - Netgazeti

ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ევროპელი ლიდერები ჩამოვიდოდნენ თბილისში, არ მოუხდებოდათ ერევნამდე ფრენა- სააკაშვილი - Netgazeti

ნეტგაზეთი4 მაისი, 2026, 15:53|netgazeti.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტს.

სააკაშვილის თქმით, მისი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი არა ერევანში, არამედ კავკასიის ტრადიციულ ცენტრში – თბილისში გაიმართებოდა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე კავკასიის ისტორიაში. მთელი ევროპის ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ სადაც ტრადიციული ცენტრი იყო, იქ კი არა, ყველამ ვიცით, რომ კავკასიის ტრადიციული ცენტრი არის თბილისი, არამედ ჩამოვიდნენ ერევანში…

ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდელ საქართველოდ.

ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, დღეს რომ ჩემი კურსი ყოფილიყო გაგრძელებული, ყველა ეს ევროპელი ლიდერი ჩამოვიდოდა თბილისში და არ მოუხდებოდათ 40 წუთით მეტი ფრენა ერევნამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

4-5 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი იმართება თემაზე: „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია. სამიტში მონაწილეობისთვის ერევანში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩავიდნენ. სამიტზე პირველად, სტუმრის სტატუსით მიწვეულია არაევროპული ქვეყნის ლიდერი – კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი