მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი" - მედვედევი ფაშინიანის და ზელენსკის შეხვედრაზე - Netgazeti
"ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი" - მედვედევი ფაშინიანის და ზელენსკის შეხვედრაზე - Netgazeti

"ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი" - მედვედევი ფაშინიანის და ზელენსკის შეხვედრაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი5 მაისი, 2026, 13:57|netgazeti.ge

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას „ორი უტვინო რუსოფობის“ შეხვედრა უწოდა.

„დღეს ერევანში შეხვდა ორი უტვინო რუსოფობი, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ რუსულად, თავიანთი არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით საუბრობდნენ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ეს კამერებისთვის იყო, შემდეგ კი ჩვეულებრივ, მათთვის ჩვეულ და დიად ენაზე გააგრძელეს საუბარი“, – დაწერა მედვედევმა.

მანვე ირონიულად დაწერა, რომ შეხვედრას მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვანსი აკლდნენ, რათა „უმეცრებისთვის“ ინგლისური ენის ცოდნაში გამოცდა ჩაებარებინათ.

4 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ლიდერები სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ჩავიდნენ. იმავე დღეს ზელენსკიმ და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოლაპარაკებები ინგლისურ ენაზე გამართეს.

მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოში ზელენსკის მონაწილეობით გამართული სამიტი „ერევანში შეკრებად“ მოიხსენიეს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი