მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. 252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა - Netgazeti
252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა - Netgazeti

252 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა - Netgazeti

ნეტგაზეთი6 მაისი, 2026, 13:04|netgazeti.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით – 8.25%-მდე გაზარდა.

სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან.

„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს მოლოდინები და რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ასევე არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და როგორი იქნება შემდგომი ფასების მერყეობა გარე ბაზრებზე.

„აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. სწორედ ამიტომ, კონცენტრირებული ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციასა და ნორმალიზებაზე, რათა შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე. ასევე დავაზღვიოთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტისა და ნავთობის ფასების ზრდის დაწყებამდე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

“საზოგადოება და ბანკებმა “ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 252,029 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდა იმას ნიშნავს, რომ ზემოხსენებულ 252,029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.

252,029 ხელშეკრულებიდან რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (80%). 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია, დიდ ბიზნესზე კი ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ ლარის.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა შეადგენს 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის- 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის- 130,138 ლარს, დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის კი – 1,541,963 ლარს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი