მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს ევროპარლამენტის ჩანაწერს ექსპრემიერზე - Netgazeti
ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს ევროპარლამენტის ჩანაწერს ექსპრემიერზე - Netgazeti

ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს ევროპარლამენტის ჩანაწერს ექსპრემიერზე - Netgazeti

ნეტგაზეთი8 მაისი, 2026, 12:02|netgazeti.ge

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერს ექსპრემიერის შესახებ. როგორც ღარიბაშვილის ცოლისძმა, თავადაც “ოცნების” ყოფილი წევრი და დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი წერს, ირაკლის არაფერში სჭირდება იმ ევროპარლამენტარების ზრუნვა, რომელსაც ის საქართველოსადმი მტრულად განწყობილად მოიხსენიებს.

“ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია. მათი ეს პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა”,“შეშფოთება” და “წუხილი”, – წერს თამაზაშვილი.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშში შევიდა შესწორება ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ.

„ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი