მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შარმანაშვილი არ გამორიცხავს, ყაველაშვილმა შიო III-ის რეკომენდაცია გაითვალისწინოს პატიმრების შეწყალებაზე - Netgazeti
შარმანაშვილი არ გამორიცხავს, ყაველაშვილმა შიო III-ის რეკომენდაცია გაითვალისწინოს პატიმრების შეწყალებაზე - Netgazeti

შარმანაშვილი არ გამორიცხავს, ყაველაშვილმა შიო III-ის რეკომენდაცია გაითვალისწინოს პატიმრების შეწყალებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი12 მაისი, 2026, 09:55|netgazeti.ge

“ქრისტიანული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეწყალება უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი აქედან გამოინახება”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა დღეს, 12 მაისს სვეტიცხოველში კათალიკოზ შიო III-ის ინტრონიზაციის შემდეგ.

სასულიერო პირებმა, მათ შორის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღესაც დააანონსა, რომ ეკლესია აპირებს ხელისუფლებასთან დააყენოს პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალების საკითხი. სწორედ ამ თემაზე დაუსვეს შეკითხვა შარმანაშვილსაც.

მან თქვა, რომ მისი მხრიდან შეწყალებაზე საუბარი უხერხულია, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი პირი, ვისაც ეს ხელეწიფება და უფლებაც აქვს, არის პრეზიდენტი.

“ის [ყაველაშვილი] ახლა ტაძარში იმყოფება და ალბათ…”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მანვე ჟურნალისტს ჩაუსწორა, რომ ახალ პატრიარქს არ აქვს შეწყალების უფლება, თუმცა დაეთანხმა, რომ რეკომენდაციის გაცემა შიო III-ს ნამდვილად შეუძლია.

ჟურნალისტი: რატომ არ უნდა გაითვალისწინოს [ყაველაშვილმა] ახლა პატრიარქის რეკომენდაცია?

შარმანაშვილი: “მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება გაითვალისწინოს. მაცხოვარი გვეუბნება პატიმრებთან მიმართებაში. ჩემთან რომ მოხვალთ, გეტყვითო – ციხეში რომ ვიყავი, რატომ არ მნახეთო? თქვენ იტყვით, არ გიცნობდითო. ყველა მოყვასი, რომელიც ციხეში იყო და არ ნახე, მე ვიყავიო.

აქედან გამომდინარე, წმინდა ქრისტიანული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეწყალება უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გამოსავალი აქედან გამოინახება.

ჟურნალისტი: უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ მხარს უჭერთ ამ განცხადების ფონზე… შეწყალებას?

შარმანაშვილი: “მე ზოგადად, რა თქმა უნდა, ჰუმანურობისკენ ყოველთვის გადავიხრები”.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევის შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში პროევროპული აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხი. უფრო ზუსტად, რა პოზიცია ექნება საპატრიარქოს ამაზე და იშუამდგომლებს თუ არა ახალი პატრიარქი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე.

ამის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს მცხეთაში, შიო III-ის ინტრონიზაციაზე მისულ სასულიერო პირებს.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, ილარიონ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პატიმრების შეწყალებას, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.

“მე არა მაქვს ინფორმაცია. მე მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი, ალბათ, დააყენებს [ამ საკითხს]” – განაცხადა მიტროპოლიტმა.

“მე საერთოდ არა ვარ თანახმა ვინმე დაიჭირონ”, – განაცხადა სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ და შეწყალების შესახებ დაამატა – “შეწყალებაც იქნება და ყველაფერი იქნება თავის დროზე”.

პატიმრების სავარაუდო შეწყალების შესახებ ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მან თქვა, რომ საპატრიარქო კვლავ დააყენებს ამ საკითხს დღის წესრიგში.

“მე ვთქვი, რომ ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ. ასე იქნება”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ეს ინტრონიზაცია. მას საპატრიარქო მიტრა დაადგა ჭიათურისა და საჩხერის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა დანიელმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა შიო შიო მუჯირი პატრიარქად გუშინ, 11 მაისს აირჩია. მას მხარი დაუჭირა სინოდის 39 წევრიდან 22-მა. პატრიარქად არჩევამდე შიო III 9 წლის განმავლობაში იყო აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის მოსაყდრე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი