მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით - Netgazeti
საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით - Netgazeti

საქართველო II ადგილზეა EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით - Netgazeti

ნეტგაზეთი13 მაისი, 2026, 15:54|netgazeti.ge

ევროსტატის მონაცემებით, საქართველო მეორე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით.

ევროსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების შესახებ, რომლის თანახმადაც, 2025 წელს მესამე ქვეყნის 491 950 მოქალაქეზე გაიცა ბრძანება ევროკავშირის ქვეყნის დატოვების შესახებ, რაც 5,8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ევროკავშირიდან გაძევებული მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. მათ შორის, ყველაზე მეტი იყვნენ თურქეთიდან (13 405), საქართველოდან (10 475), სირიიდან (8 370) და ალბანეთიდან (8 020).

ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიამ გააძევა, რომელსაც მოსდევს საფრანგეთი და შვედეთი.

ამასთან, 2025 წელს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის 132 600 მოქალაქეს უარი ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე, რაც 2024 წელთან შედარებით 7,1%-იან ზრდაზე მიუთითებს.

ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი შემთხვევა უკრაინელების (26 975) მიმართ დაფიქსირდა. მათ მოსდევენ ალბანელები (12 430), მოლდოველები (11 660), კოლუმბიელები (6 565), თურქები (5 635) და სერბები (5 440). მეშვიდე ადგილზეა საქართველო, რომლის 4 785 მოქალაქეს ეთქვა უარი ევროკავშირში შესვლაზე.

სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალთა რაოდენობა 21,7%-ით შემცირდა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი