მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ადიგენის და წალკის მერის წარმომადგენლებს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში - Netgazeti
ადიგენის და წალკის მერის წარმომადგენლებს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში - Netgazeti

ადიგენის და წალკის მერის წარმომადგენლებს ბრალი წაუყენეს ქრთამის აღებაში - Netgazeti

ნეტგაზეთი13 მაისი, 2026, 19:48|netgazeti.ge

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, დამხმარე პირის მეშვეობით, მოქალაქეს ქრთამის სახით 10 000 აშშ დოლარი გამოართვა.

ასევე, გამოძიების ცნობით, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობები გასცა, რაშიც ქრთამის სახით 1 000 ლარი აიღო.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღება) და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინათ, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი