მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. საქსტატი: 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა - Netgazeti
საქსტატი: 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა - Netgazeti

საქსტატი: 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა - Netgazeti

ნეტგაზეთი25 მაისი, 2026, 13:03|netgazeti.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, იგივე საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა.

დღეს, 2026 წლის 25 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა.

სიღარიბის დონის კლება ფიქსირდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად. კერძოდ: ქალაქის ტიპის დასახლებებში აბსოლუტური სიღარიბე 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა. სოფლის ტიპის დასახლებებში მაჩვენებელი 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.0 პროცენტს გაუტოლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

გენდერულ ჭრილში, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის 2.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო კაცებისათვის 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.2 პროცენტს გაუტოლდა.

აბსოლუტური სიღარიბის გარდა, შემცირდა ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც. მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.2 პროცენტი შეადგინა.

შემოსავლებისა და ხარჯების უთანასწორობის მზომი ინდიკატორი — ჯინის კოეფიციენტიც უმნიშვნელოდ შემცირდა. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელის

ნეტგაზეთი

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

დე ფაქტო აფხაზეთი: ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი