მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. დიპლომატიის აკადემიის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სავარაუდოდ, მილევად რეჟიმში გადავა - Netgazeti
დიპლომატიის აკადემიის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სავარაუდოდ, მილევად რეჟიმში გადავა - Netgazeti

დიპლომატიის აკადემიის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სავარაუდოდ, მილევად რეჟიმში გადავა - Netgazeti

ნეტგაზეთი28 მაისი, 2026, 13:56|netgazeti.ge

დიპლომატიის აკადემიის ამოქმედების შემდეგ, ისეთ ფაკულტეტები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიასთან არის დაკავშირებული და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლება, სავარაუდოდ, მილევად რეჟიმში გადავა.

IPN-ს ცნობით, ამის შესახებ მიქანაძემ დღეს, 28 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიქანაძე აცხადებს, თუ იქ იქნება დიპლომატიის აკადემიის მიმართულებების თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ამ შემთხვევაშიც „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ეს პრინციპი იმოქმედებს და გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება.

„ცნობილი დიპლომატიური აკადემია ვენაშია, რომელიც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს შექმნილი. სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, რომ თავის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება შექმნას. დიპლომატიური აკადემია რომ საჭიროა, ეს ნათელია. ეს აკადემია კონკრეტულ ფუნქციას შეასრულებს. თუ იქ იქნება თანხვედრა გარკვეულ მიმართულებებთან, მაშინ ის პრინციპი იმოქმედებს, რაზეც რეფორმაა დაფუძნებული – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“. თუმცა არავინ არაფერს აუქმებს. თუ ეს პრინციპი ამ საკითხთან მიმართებაში აქტუალური იქნება, მოცემულობა ისაა, რომ გარკვეული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება უკვე დიპლომატიურ აკადემიაში დაიწყება. უნდა ვნახოთ, რა პროგრამების ავტორიზაცია მოხდება და ა.შ. ახლა ჯერ საკანონმდებლო კუთხით ხდება მისი დაფუძნება, რასაც შემდეგ პროცედურები მოჰყვება, მათ შორის ავტორიზაცია და ა.შ…

ეს არის პრინციპი: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რომელიც ვრცელდება თბილისში და ქუთაისში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეს მიმართულება ავტორიზაციას გაივლის დიპლომატიურ აკადემიასთან მიმართებაში, იმ უნივერსიტეტში, სადაც ეს მიმართულება ისწავლება, მილევად რეჟიმში გადავა, ხოლო მიღება მოხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ხაზს ვუსვამ, რომ ეს თანხვედრაშია ბაზრის კვლევასთან.

ისევე, როგორც სხვა მილევად რეჟიმში მყოფ ფაკულტეტებზე პროფესორ-მასწავლებლებს ვთავაზობთ, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს როგორც მილევად რეჟიმში მყოფი საგნების სასწავლებლად, ასევე ვთავაზობთ, რომ მათი ინტეგრირება მოხდეს იმ უნივერსიტეტებში, სადაც “ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი” მოქმედებს.

ვაპირებთ, რომ ამ ადამიანებს ისეთი სახელფასო პოლიტიკა შევთავაზოთ, სადაც ეს ადამიანები ერთ უნივერსიტეტზე იქნებიან მიმაგრებული, შესაბამისად, დანარჩენ სამ უნივერსიტეტში ადგილები გამოთავისუფლდება. რაღაც პერიოდში შეიძლება საკადრო დეფიციტიც გვქონდეს. ჩვენი მიზანია, რომ კადრების შენარჩუნება მაქსიმალურად მოხდეს, მაგრამ უნივერსიტეტების ავტონომიურობიდან გამომდინარე ეს უნივერსიტეტების შიდა გადასაწყვეტი საკითხია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

დიპლომატიის აკადემიის შექმნა „ქართული ოცნების“ ინიციატივაა. „ოცნება“ აკადემიის შექმნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ „არსებული კერძო და უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების განვითარებას ამ მიმართულებით“.

დიპლომატიის აკადემია დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს და 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინაიდან ეს იყო 1 ინციდენტი, ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე – კობახიძე

ვინაიდან ეს იყო 1 ინციდენტი, ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე – კობახიძე

ნეტგაზეთი

შავ ზღვაში სამ ტანკერს დრონებით დაესხნენ თავს

შავ ზღვაში სამ ტანკერს დრონებით დაესხნენ თავს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

„არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს და მხარდაჭერა ფაშინიანს

„არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს და მხარდაჭერა ფაშინიანს

ნეტგაზეთი