მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. "აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ" - ზახაროვა - Netgazeti
"აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ" - ზახაროვა - Netgazeti

"აშშ-სა და დასავლეთს სომხეთის ნიადაგის იშვიათი რესურსები აინტერესებთ" - ზახაროვა - Netgazeti

ნეტგაზეთი4 ივნისი, 2026, 07:05|netgazeti.ge

ТАСС-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთი და აშშ სომხეთის მიმართ მოქმედებენ „მითვისებისა და ძარცვის“ ლოგიკით და ქვეყნის ნიადაგის იშვიათი რესურსებით არიან დაინტერესებული.

„დასავლეთში ჯერ კიდევ ცოცხალია მიდგომა – წაართვა, გაძარცვო, მიითვისო, დაამცირო და გაანადგურო. ისინი ამ ლოგიკას კავკასიაშიც იყენებენ“, – თქვა ზახაროვამ.

მისივე თქმით, სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტის დროს არ გაფორმებულა ორმხრივად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებები, გაფორმდა “მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტები”.

ზახაროვას შეფასებით, ამ დოკუმენტებში შეინიშნება აშშ-ის განსაკუთრებული ინტერესი რესურსებით მდიდარი და იშვიათი მინერალების სფეროს მიმართ.

„აშშ პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა ცდილობს დაიკავოს ის სფეროები, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“.

ზახაროვას განცხადებითვე, მსგავსი დოკუმენტები ერევანსა და ვაშინგტონს შორის წინა ამერიკული ადმინისტრაციის დროსაც გაფორმდა, თუმცა, მისი თქმით, მათი რეალური შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს ურთიერთობების განსხვავებულ მოდელს სთავაზობს, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული.

„რუსეთი სომხეთს სთავაზობდა და სთავაზობს ურთიერთსასარგებლო, ურთიერთეფექტიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში“.

მისი თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმებული შეთანხმებები პრაქტიკაში ხორციელდება და ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

იმედია, ვიხილავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას – რუბიო

იმედია, ვიხილავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას – რუბიო

ნეტგაზეთი

კობახიძის თქმით, აშშ-სგან პარტიების აკრძალვის სარჩელის გამოტანაზე საუბარი უსამართლობა იქნებოდა

კობახიძის თქმით, აშშ-სგან პარტიების აკრძალვის სარჩელის გამოტანაზე საუბარი უსამართლობა იქნებოდა

ნეტგაზეთი