მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მოსკოვი თბილისს დასავლეთთან წინააღმდეგობის „ამოუწურავ პოტენციალს“ უწონებს - Netgazeti
მოსკოვი თბილისს დასავლეთთან წინააღმდეგობის „ამოუწურავ პოტენციალს“ უწონებს - Netgazeti

მოსკოვი თბილისს დასავლეთთან წინააღმდეგობის „ამოუწურავ პოტენციალს“ უწონებს - Netgazeti

ნეტგაზეთი10 ივნისი, 2026, 23:54|netgazeti.ge

მოსკოვი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, „გააღრმაოს რუსულ-ქართული კავშირები, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორია“.

„ამას ვაკეთებთ სუფთა გულით, ღია სულით და ჭეშმარიტად. მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც მას ორმხრივი სარგებელი მოაქვს და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იგება“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი „გაგებით ეკიდება თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატი“.

მარია ზახაროვამ ვლადიმერ პუტინის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელმაც 2024 წელს ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების „სიმამაცე და ხასიათი“, რომელიც მათ „გამოავლინეს საკუთარი თვალსაზრისის დასაცავად“ და არ მისცეს დასავლეთს უფლება, ჩარეულიყო მათი ქვეყნის საქმეებში.

„როგორც მესმის, ეს რესურსი და პოტენციალი უბრალოდ ამოუწურავია. მეც ვცდილობდი გამეგო, საიდან იღებს ასეთ რესურსებს წინააღმდეგობის გასაწევად ქვეყანა, რომელიც არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, არც ყველაზე ძლიერი სამხედრო თუ ფინანსური თვალსაზრისით. გარკვეულ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მეგობარი მყავს ამ ქვეყნიდან, ბევრი ამ ქვეყნის ეთნიკური კულტურის წარმომადგენელი, მივხვდი, რომ ამ ძალებს ის საკუთარ კულტურაშივე პოულობს. საქართველოს რწმენა, კულტურა და ისტორია გახდა ის მაშველი რგოლი, რომელმაც საშუალება მისცა, არ ჩაძირულიყო დასავლური დაპირებების, საცდურებისა და ნარატივების ზღვაში. ეს ისე, ლირიკული გადახვევა“, — თქვა ზახაროვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, თბილისმა, როგორც ჩანს, მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნებისა და ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის სასარგებლოდ.

„მე კიდევ დავამატებდი — საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას უკვე აღარ შეიძლება აწყობდეს სიტუაცია, როდესაც საქართველოს პოლიტიკის გარჩევა რთულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან. ეს რომ თანმხვედრი კურსი იყოს, კიდევ გასაგებია. მაგრამ მაშინ, როდესაც მოითხოვენ იმას, რაც ეწინააღმდეგება კულტურას, ისტორიულ მეხსიერებასა და ღირსების შესახებ წარმოდგენას, განა შეიძლება ამის მიღება?“ — იკითხა ზახაროვამ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ფაშინიანი: კვირას მთავრობა გადადგება

ნეტგაზეთი

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ალიევმა ვებ-გვერდების დაბლოკვის საფუძვლების ჩამონათვალი გააფართოვა

ნეტგაზეთი

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის ბიძა დააკავეს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი