მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ОДКБ-დან სომხეთის შესაძლო გარიცხვას ფაშინიანი გამოეხმაურა - Netgazeti
ОДКБ-დან სომხეთის შესაძლო გარიცხვას ფაშინიანი გამოეხმაურა - Netgazeti

ОДКБ-დან სომხეთის შესაძლო გარიცხვას ფაშინიანი გამოეხმაურა - Netgazeti

ნეტგაზეთი11 ივნისი, 2026, 08:55|netgazeti.ge

“თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ სომხეთის გარიცხვას, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ცნობად”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 11 ივნისს მთავრობის სხდომაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორგანიზაციიდან გასვლის მექანიზმი არსებობს და მოქმედებს. თუ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ სომხეთის გარიცხვას, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ცნობად. სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი“, -განაცხადა ფაშინიანმა.

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ განიხილონ სომხეთის მიმართ ორგანიზაციის წესდების შესაბამისი მუხლის გამოყენება, სომხეთის მიერ ორი წლის განმავლობაში საწევრო გადასახადების გადაუხდელობის გამო.

ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, თუ წევრი სახელმწიფოები ორი წლის განმავლობაში არ ასრულებენ ორგანიზაციის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოს მოქალაქეების დანიშვნის უფლების შეჩერებაზე კვოტირებულ თანამდებობებზე და ასევე ხმის უფლების შეზღუდვაზე ორგანიზაციის ორგანოებში, დავალიანების სრულად დაფარვამდე.

სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გამოაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობის გაყინვის შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებები.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის დევნის საქმის პროცესი მოულოდნელად გადმოწიეს

ოპოზიციის დევნის საქმის პროცესი მოულოდნელად გადმოწიეს

ნეტგაზეთი

მოსკოვი თბილისს დასავლეთთან წინააღმდეგობის „ამოუწურავ პოტენციალს“ უწონებს

მოსკოვი თბილისს დასავლეთთან წინააღმდეგობის „ამოუწურავ პოტენციალს“ უწონებს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი