მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს - Netgazeti
„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს - Netgazeti

„საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში ჩართვას ითხოვს - Netgazeti

ნეტგაზეთი1 ივლისი, 2026, 07:00|netgazeti.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ საქართველოში მოკლული აზერბაიჯანელი ქალის საქმეში დაზარალებულის ოჯახის ინტერესების დასაცავად ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

პატარაიას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან საქართველოში შეყვარებულის დაპირებით ჩამოვიდა, რომელიც მასთან ერთად ცხოვრებასა და მუშაობას ჰპირდებოდა. მისი თქმით, მოგვიანებით მამაკაცმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, ქუჩაში დატოვა და თავად აზერბაიჯანში დაბრუნდა.

როგორც პატარაია წერს, დაზარალებული ერთმა სომეხმა ქალმა შეიფარა, რომელიც მის ახლობლებსაც დაუკავშირდა. მოგვიანებით ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა მამაკაცმა ბინაში გადაიყვანა იმ დაპირებით, რომ დროებით დაეხმარებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში ის გაუჩინარდა.

უფლებადამცველის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას და აზერბაიჯანიდან ვეღარ დაუკავშირდა, სომეხმა ქალმა ბინასთან მიაკითხა. მეზობლების თქმით, წინა ღამით ბინიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. პოლიციამ ბინის კარი გააღო და ქალი გარდაცვლილი იპოვა. პატარაიას ცნობით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.

ბაია პატარაიას განცხადებით, „საფარმა“ უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურას და საქმეში დაზარალებულის დის ინტერესების წარმომადგენლად ჩართვა მოითხოვა.

ბაია პატარაია თვლის, რომ მომხდარს აზერბაიჯანში ზოგიერთი „ღირსების დანაშაულად“ აფასებს, რის გამოც არსებობს საფრთხე, საქმე სათანადო ყურადღების გარეშე დარჩეს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

მშობლებს, რომლებიც შვილებს მოწყალების თხოვნას და ვაჭრობას აიძულებდნენ, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

ნეტგაზეთი

ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

ბაქო ისრაელს სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

ნეტგაზეთი

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი