მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ნიკა მელიას მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა - Netgazeti
ნიკა მელიას მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა - Netgazeti

ნიკა მელიას მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა - Netgazeti

ნეტგაზეთი6 აგვისტო, 2026, 14:55|netgazeti.ge

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ პოლიტიკოსს ციხეში მოსახდელი წლები არ დამატებია, რადგან მოსამართლემ შთანთქმის პრინციპი გამოიყენა:

„მოსამართლემ შთანთქმის პრინციპი გამოიყენა და სრულად შთანთქა წინა წელიწადმა და ექვსმა თვემ ეს სასჯელი. […] მტკიცებულებების სტანდარტი მიგვაჩნდა, რომ არ იყო. ერთი მხრივ, იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა, ეს ფრაზა ეკუთვნოდა თუ არა ნიკა მელიას, ასევე- ვიდეოჩანაწერი, რომლითაც არ ჩანდა ნიკა მელია დარბაზში. თუმცა მოსამართლემ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული მხარე“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა. პარალელურად კი მიმდინარეობს ე.წ. საბოტაჟის საქმე, რომლის განხილვასაც, ადვოკატების ცნობით, მოსამართლე შემოდგომაზე განაახლებს. ნიკა მელიას ამ საქმეზე ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა

სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა

ნეტგაზეთი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი კვლავ ითხოვს ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი კვლავ ითხოვს ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ნეტგაზეთი

1 წლის შემდეგაც ამაღლოებელის განაჩენში სამართლიანი არაფერი გამხდარა – Prague Civil Society Centre

1 წლის შემდეგაც ამაღლოებელის განაჩენში სამართლიანი არაფერი გამხდარა – Prague Civil Society Centre

ნეტგაზეთი

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ გუნდს – მედიაკოალიცია

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ გუნდს – მედიაკოალიცია

ნეტგაზეთი