მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. TI-საქართველო: ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება - Netgazeti
TI-საქართველო: ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება - Netgazeti

TI-საქართველო: ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება - Netgazeti

ნეტგაზეთი11 აგვისტო, 2026, 12:52|netgazeti.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ალეკო ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება.

ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ტერორისტული მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობის ბრალდებით.

„სასამართლოს განაჩენის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სასამართლომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაასაბუთა ტერორისტული მიზნის არსებობა. შესაბამისად, მის მიმართ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა კონვენციური უფლებები; ეს გარემოება წარმოშობს საფუძველს, რომ ალექსანდრე ელისაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად, რადგან იგი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს“, — აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.

ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებისას ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ორი საკითხი:

დადასტურდა თუ არა ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა; დადასტურდა თუ არა ამ ქმედების ჩადენა სსკ-ის 323-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული ტერორისტული მიზნით.

პირველი საკითხის მიმართ, TI-საქართველოს შეფასებით, სასამართლოს მსჯელობა დამაჯერებელია, თუმცა განაჩენის მთავარი სამართლებრივი პრობლემა მდჰომარეობს არა ცეცხლის წაკიდების მცდელობის ფაქტის დამტკიცებაში, არამედ ამ ქმედების ტერორისტულ დანაშაულად კვალიფიკაციაში.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ორგანიზაციის შეფასებით, მკაფიოდ მიუთითებს ელისაშვილის ქმედების პოლიტიკურ და საპროტესტო მოტივზე.

„სასამართლო ვალდებული იყო, ერთმანეთისგან გაემიჯნა ქმედების ობიექტური ელემენტი — ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის საფრთხე და სუბიექტური ელემენტი – ემსახურებოდა თუ არა ქმედება ქვეყნის კონსტიტუციური სტრუქტურების დესტაბილიზაციის ან განადგურების მიზანს. თუნდაც პირველის დამტკიცება წარმატებით განხორციელებულიყო, ავტომატურად ეს მაინც ვერ დაადასტურებდა მეორეს. ტერორისტული მიზნის არსებობის დამტკიცების გარეშე, სასამართლო ვალდებული იყო, ალექსანდრე ელისაშვილი გაემართლებინა ტერორისტული აქტის ბრალდებაში და მისი ქმედება გადაეკვალიფიცირებინა სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე — სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე“, — აცხადებს TI-საქართველო და დასძენს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის პოლიტიკური პატიმრების სიაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ აცხადებს, რომ განაგრძობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას.

2026 წლის 21 ივლისს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების სია, „რომელთა დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება აშკარად უკავშირდებოდა 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებში ამა თუ იმ ფორმით მათ მონაწილეობას, მათ მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობას“. თუმცა გამონაკლისები არიან ყოფილი ბიზნესმენები, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, რომლებიც ასევე მოხვდნენ პოლიტპატიმრების სიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ მაშინ განაცხადა, რომ პოლიტპატიმართა სიაში შესაყვანი კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატია პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი.

„2026 წლის ივლისის ბოლოს ჩვენ დაგვიკავშირდა ალექსანდრე ელისაშვილის ადვოკატი, გადმოგვცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდების საქმის მასალები და გვთხოვა ამ საქმეზე სამართლებრივი შეფასების მომზადება“, — ნათქვამია TI-საქართველოს დღევანდელ განცხადებაში.

პოლიტპატიმრების სიაში არაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია.

„სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. სინამდვილეში, ეს ერთი წუთით არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში და ამდენი წელი ეს მოღვაწეები სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე. უფრო მეტიც, დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას. კარგი, დავუშვათ, ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი, რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე?

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ, არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად“, — განაცხადა სააკაშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმეები არ შეუსწავლია.

TI-ის პოლიტპატიმრების განახლებულ სიაში 90 ადამიანია, მათ შორის ამ ეტაპზე არაა სააკაშვილი და ელისაშვილი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

სოხუმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

ნეტგაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურება

აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურება

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი