მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება - Netgazeti
კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება - Netgazeti

კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება - Netgazeti

ნეტგაზეთი21 აგვისტო, 2026, 12:45|netgazeti.ge

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს არ ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა.

ამის გამო თითოეულ მათგანს მინდა ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება.

ამიტომ მინდა, თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება.

ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.

„მინდა, გულწრფელად ვთქვა – ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის მანძილზე ყველანი ვიამაყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას.

„დღეს გვიწევს დროებითი დისკომფორტის ატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილისს დაამშვენებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ — გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე გაივლის, განახლებული რუსთაველი კი თბილისს დარჩება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობსიმედი
  • 7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?BM.GE
  • შსს: თბილისში მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს, ფაქტზე 5 პირი დავაკავეთფორმულა
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →კალაძე →

მსგავსი სტატიები

საქართველოში 27 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს — დმიტრო ბერეჟნი

საქართველოში 27 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს — დმიტრო ბერეჟნი

ნეტგაზეთი

ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს

ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს

ნეტგაზეთი

ცხინვალი ქართულ მხარესთან გადაადგილების გამარტივებას აანონსებს

ცხინვალი ქართულ მხარესთან გადაადგილების გამარტივებას აანონსებს

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი