მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ლევან იოსელიანი აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა - Netgazeti
ლევან იოსელიანი აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა - Netgazeti

ლევან იოსელიანი აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა - Netgazeti

ნეტგაზეთი10 სექტემბერი, 2026, 12:34|netgazeti.ge

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს (EUR), დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს (DRL), ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს (INL), ასევე საგარეო დახმარების ოფისის (FAO) წარმომადგენლებთან.

„ლევან იოსელიანმა ამერიკულ მხარეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებსა და მისი რეკომენდაციებს შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი გამოძიებების წარმართვის მნიშვნელობასა და რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხებისადმი, საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკულ ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას, განაგრძოს სვლა დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ვაშინგტონში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ნეტგაზეთი