
დენის პროკოპენკო განახლებულ „აზოვის“ ჯგუფს უხელმძღვანელებს - Netgazeti
უკრაინის ბრიგადის გენერალმა დენის (რედის) პროკოპენკომ „აზოვის“ ძალების ახალშექმნილი ჯგუფის მეთაურობა ჩაიბარა.
მანამდე ის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში „აზოვის“ პირველი კორპუსს მეთაურობდა.
26 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ პროკოპენკო დონეცკის რეგიონში ახლადშექმნილი ორი სამხედრო ჯგუფიდან ერთ-ერთს უხელმძღვანელებდა. მეორე დაჯგუფებას სახელწოდებით „ცენტრი“ ანდრი ბილეცკი უხელმძღვანელებს. „ცენტრი“ და „აზოვი“ დონეცკის მიმართულებით ფრონტის ხაზის გასაძლიერებლად შეიქმნა.
2025 წლის აპრილში პროკოპენკო ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის „აზოვის“ მეთაურად დაინიშნა. „აზოვმა“ აღნიშნა, რომ პროკოპენკოს ხელმძღვანელობით, დანაყოფი მოხალისეთა ფორმირებიდან პროფესიონალურ საბრძოლო დანაყოფი გახდა.
„აზოვის“ ოპერატიულ სარდლობაში გადადის 425-ე ცალკეული თავდასხმის პოლკი „სკალაც“.
პროკოპენკო და ბილეცკი დონეცკის მიმართულებით ორ განახლებულ ჯგუფს უხელმძღვანელებენ
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge