მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მდინარაძისთვის შექმნილი პოსტი გაუქმდა, სუს-ის უფროსად კი ბორაშვილი აირჩიეს - Netgazeti
მდინარაძისთვის შექმნილი პოსტი გაუქმდა, სუს-ის უფროსად კი ბორაშვილი აირჩიეს - Netgazeti

მდინარაძისთვის შექმნილი პოსტი გაუქმდა, სუს-ის უფროსად კი ბორაშვილი აირჩიეს - Netgazeti

ნეტგაზეთი16 სექტემბერი, 2026, 15:43|netgazeti.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 83 ხმით დაამტკიცეს თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

ასევე, დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების კვლავ ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა.

კანონპროექტით, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიის გახსნისას „ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას და მთავრობის შემადგენლობაში ახალი თანამდებობის — რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას. ეს პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მან პოლიტიკა დატოვა. გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტიც, რომელიც ასევე მდინარაძისთვის შეიქმნა სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შემდეგ.

თანამდებობა, რომელიც მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შეიქმნება

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია