
აზერბაიჯანში "კორონავირუსის პრევენციის" კარანტინი იანვრამდე გახანგრძლივდა - Netgazeti
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი იანვრამდე გახანგრძლივდა- 17 სექტემბერს შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
სპეციალური საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში 2020 წლის მარტში გამოცხადდა კორონავირუსის პანდემიის გამო და მას შემდეგ მისი მოქმედების ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2027 წლის 2 იანვრამდე იმოქმედებს.
გადაწყვეტილების მიზეზად კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისგან გამოწვეული შესაძლო შედეგების პრევენციაა მითითებული.
საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში კვლავ მოქმედებს შეზღუდვები აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებიდან უცხო ქვეყნებში გადაადგილებაზე. გამონაკლისია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებელი, რომლის მოძრაობაც 26 მაისს აღდგა.
როგორც meydan.tv წერს, მატარებლით მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათ შორის, ბილეთების სწრაფად ამოწურვის, გაყიდვის სისტემაში არსებული პრობლემებისა და მაღალი ფასების გამო. გამოცემის თანახმად, დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, რომ 118 მგზავრზე გათვლილი მატარებელი პრობლემას სრულად ვერ აგვარებს და გამოსავალი სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნაა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge