მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შესაძლოა, აშშ-მა პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზა შექმნას - Netgazeti
შესაძლოა, აშშ-მა პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზა შექმნას - Netgazeti

შესაძლოა, აშშ-მა პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზა შექმნას - Netgazeti

ნეტგაზეთი17 სექტემბერი, 2026, 23:54|netgazeti.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-მა პოლონეთში თავისი პირველი სახმელეთო სამხედრო ბაზა შექმნას.

Politico-ს ცნობით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა წლის დასაწყისში არსებული ვითარებისგან განსხვავებით, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნიდან ჯარების გაყვანას ცდილობდა.

ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პოლონეთის მთავრობა გამოვიდა „ფორტ ტრამპის“ შექმნის ინიციატივით, რათა ორ ქვეყანას შორის კავშირები განმტკიცებულიყო და ამერიკული ჯარები მეზობელი რუსეთის შესაკავებლად გამოეყენებინათ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს გეგმები მას შემდეგ დაპაუზდა, რაც ტრამპმა ნატოს ალიანსი და, უფრო ფართო კონტექსტში, ევროპა, თავდაცვაზე არასაკმარისი ხარჯების გამო გააკრიტიკა.

მაისში, ირანის ომთან დაკავშირებით ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პენტაგონმა პოლონეთში 4000 ჯარისკაცის როტაცია გააუქმა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

„ჩემი მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის თამამი ლიდერობის წყალობით, პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა“, – დაწერა ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელში. „თუ ეს მოხდება, ლოკაცია ძალიან მალე გამოცხადდება. ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი ჩვენი დიადი აშშ-პოლონური ალიანსისთვის“.

Politico-ს ცნობით, პოლონეთის საელჩოს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხია და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზეა პროცესი ორ ქვეყანას შორის.

პოლონეთში დაახლოებით 10 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. აშშ-ს იქ 2017 წლიდან ჰყავს როტაციული ჯარები განლაგებული და აქვს ორი მუდმივი სამხედრო ობიექტი, თუმცა ორივე მათგანი შედარებით მცირე ქვედანაყოფების მხარდასაჭერადაა გათვლილი.

“ტრამპმა ეს შესაძლებლობა მაშინ გაახმოვანა, როდესაც პენტაგონი საზღვარგარეთ დისლოცირებული აშშ-ის ჯარების განლაგების საკითხს სწავლობს. ამ იშვიათმა განხილვამ ევროპელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ დაკარგავენ ამერიკულ დახმარებას, რომელიც ნატოზე რუსეთის ნებისმიერი თავდასხმის მოსაგერიებლადაა საჭირო.

თუმცა აღნიშნული განცხადება ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს. მაისში ტრამპმა პოლონეთში 5000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნის პირობა დადო, მას შემდეგ, რაც ვარშავამ გაუქმებული როტაციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”, – წერს Politico.

„ამის შესახებ მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელმაც ამ სენსიტიურ თემაზე საუბრისას ანონიმურობის შენარჩუნება ითხოვა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-მა პოლონეთს 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ბეიდამ პოლონურ საინფორმაციო არხ TVP-ს განუცხადა, რომ ამერიკული დელეგაცია, პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელ ელბრიჯ კოლბის ჩათვლით, ამ თვეში ქვეყანას ეწვია შესაძლო ბაზისთვის ლოკაციების შესარჩევად.

ევროპაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზები მხოლოდ ექვს ქვეყანაში მდებარეობს: გერმანიაში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, თურქეთსა და ბელგიაში.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებს

ელიზბარაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს, მისცეს უფლება, დაურეკოს ცოლს და შვილებს

ნეტგაზეთი