მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. მეორადი ჩარიცხვით სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - Netgazeti
მეორადი ჩარიცხვით სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - Netgazeti

მეორადი ჩარიცხვით სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - Netgazeti

ნეტგაზეთი23 სექტემბერი, 2026, 12:34|netgazeti.ge

უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოქვეყნდა.

აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგების სტატისტიკა ასეთია:

მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა 1715. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენს. საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 818 აბიტურიენტი. მათგან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 312 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – 506 აბიტურიენტი. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 408 აბიტურიენტმა (244 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 164 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში). ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 16-მა გამოსაცდელმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი: “გენეტიკურად საშიში ვირუსის უძველესი ნიმუში სომხეთშია აღმოჩენილი”

რუსეთი: “გენეტიკურად საშიში ვირუსის უძველესი ნიმუში სომხეთშია აღმოჩენილი”

ნეტგაზეთი

სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა იანვრის შემდეგ 140 000 ადამიანით შემცირდა

სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა იანვრის შემდეგ 140 000 ადამიანით შემცირდა

ნეტგაზეთი