მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა - Netgazeti

ნეტგაზეთი25 სექტემბერი, 2026, 20:09|netgazeti.ge

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში, უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

პროკურატურის ვერსიით, რაც სასამართლომაც გაიზიარა, 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ხუნდაძეს თანამდებობა ეკავა და საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდა, გოგიჩაიშვილმა მას სთხოვა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოტანაში დახმარება.

„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვა.

გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვლადიმერ ხუნდაძე და მისი ძმა, კობა ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კობა ხუნდაძეც ბრალდებულია. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გარეთაა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • საგამოძიებო სამსახურის 4 რეგიონულ სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავსBM.GE
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მერაბ გამყრელიძემ თბილისის და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინაიმედი
  • მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილარუსთავი 2
  • პენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის განცხადებას პასუხობსტვ პირველი
სამსახურის →ყოფილი →მოადგილე →

მსგავსი სტატიები

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულა ქორწინება – შსს

დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულა ქორწინება – შსს

ნეტგაზეთი