მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს - Netgazeti
ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს - Netgazeti

ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ცილისმწამებლებს უჩივლებს - Netgazeti

ნეტგაზეთი30 სექტემბერი, 2026, 18:24|netgazeti.ge

ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც, მისი თქმით, ცილს სწამებს.

ამ საქმეში ბერა ივანიშვილს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე დავით ასათიანი დაეხმარება.

„საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.

სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ“, — ნათქვამია ბერა ივანიშვილის განცხადებაში.

ბერა ივანიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. „ქოლცენტრებს” მფარველობს, რიგ ადამიანებს მისი მითითებებით აპატიმრებენ, შედის უკანონო გარიგებებში და ა.შ.

„მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია. ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია“, — აცხადებს ბერა ივანიშვილი.

მისი თქმით, ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ „ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“.

„მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, — ნათქვამია ბერა ივანიშვილის განცხადებაში.

დავით ასათიანი, რომელსაც ბერა ივანიშვილის ადვოკატი იქნება, 2017-2025 წლებში, 8 წლის განმავლობაში, იკავებდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, მიმართოს სასამართლოს, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებულიიმედი
  • ბერა ივანიშვილი მწვავე კრიტიკასა და ბრალდებებს ადვოკატის მეშვეობით პასუხობსფორმულა
  • ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება - სალომე სამადაშვილიტვ პირველი
  • "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინაBM.GE
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politico

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politico

ნეტგაზეთი

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

ნეტგაზეთი