მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა - Netgazeti
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა - Netgazeti

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა - Netgazeti

ნეტგაზეთი1 ოქტომბერი, 2026, 12:27|netgazeti.ge

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოჰყვა მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სკოლაში მიჰყავდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულია 16 პირი, მათ შორის 15 მოსწავლეა, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ნეტგაზეთს“ განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ მოსწავლეები ახალსოფლის პირველ სკოლაში მიჰყავდა მიკროავტობუსს. ისინი ჩანტლოსყურისა და ზიმობიანის სოფლებიდან არიან. უწყების განმარტებით, ამ სოფლებში საშუალო საფეხურის სკოლა არაა, შესაბამისად, მოსწავლეებს ტრანსპორტირება ამის გამო უწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

პუტინი აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

ნეტგაზეთი