მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში - Netgazeti
სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში - Netgazeti

სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში - Netgazeti

ნეტგაზეთი5 ოქტომბერი, 2026, 15:22|netgazeti.ge

პაატა სალიას განცხადებით, “გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში”. ამაში “ოცნების” მინისტრი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ “დაუდასტურებელ ბრალდებებს” გულისხმობს, რომლის “ფაქტადაც წარმოჩენას” ცდილობენ.

“ეს განცხადებები რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს”, – განაცხადა პაატა სალიამ.

მან ასევე მოუწოდა, მათ შორის პენიტენციური სისტემის “შიგნით” მყოფ ადამიანებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რაც გათვლილი იქნება უწყების დესტაბილიზაციისაკენ.

“ვფიქრობ, რომ გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში. ეს არის გამორიცხული, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს პენიტენციურ დაწესებულებებში. შეგახსენებთ ერთ რამეს, პენიტენციურ დაწესებულებებში, გარდა იმისა, რომ არიან მოთავსებული მსჯავრდადებულები და ბრალდებულები, იქ ასევე მუშაობენ ადამიანები, ათასობით ადამიანი მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად უხდება მაღალი რისკის ვითარებაში მუშაობა. ასე რომ, მათი ღირსება, მათი შრომა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და არავის მივცემთ უფლებას, დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ბრალდებებით მათი შრომა და მათი ღირსება შელახოს.

მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რაც უკვე ვთქვი, პრინციპში, რომ [ცრუ ბრალდებები] შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ გარკვეულ ძალებს სურდეთ შეიქმნას დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში”, – განაცხადა სალიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა უკვე რაიმე გამოძიება დაწყებული ამ საკითხზე, სალიამ თქვა, რომ არ იცის.

“მე არ ვიცი… იუსტიციის სამინისტრო არ აწარმოებს გამოძიებას. მე ახლა გითხარით, რომ ეს განცხადებები რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ჩემი მიმართვა ამას არ სჭირდება, ეს განცხადებები და მოქმედებები იმ პირებისა, თუ იქნება დანაშაულის ნიშნის შემცველი, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებაში შეიძლება დაიწყოს…”, – თქვა სალიამ.

#6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, განაცხადა, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ ტელეგრამ არხებზე მითითებით გაავრცელა.

მალევე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის ბრალდება უარყო და 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

ოჯახი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის გავრცელებული მასალა სრული არაა და პროკურორმა მათ 20 წუთამდე კადრები აჩვენა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს – იოსელიანი დავითაძეზე

ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს – იოსელიანი დავითაძეზე

ნეტგაზეთი

გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს

გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ნეტგაზეთი